|
2022-03-16 16:16:36, 598 ნახვა
მსოფლიო
UNDP - ომის გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინელთა მესამედი, შესაძლოა, სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდეს
რუსეთის მიერ, უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, მოსახლეობის 1/3 შესაძლოა სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდე, 62% კი უახლოეს თორმეტ თვეში სიღარიბის საშიშროების წინაშე დადგეს, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ პროგნოზშია ნათქვამი. ამასთანავე, ვარაუდობენ, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინის მოსახლეობის 90% სიღარიბისა და უკიდურესი ეკონომიკური დაუცველობის წინაშე აღმოჩნდება, რაც ქვეყანას და რეგიონს ათწლეულებით უკან დააბრუნებს და მომავალ თაობებს ღრმა სოციალურ და ეკოომიკურ ნაწიბურებს დაუტოვებს. „უკრაინაში ომი იწვევს წარმოუდგენელ ადამიანურ ტანჯვას, ტრაგიკული დაღუპვებითა და ადამიანთა გადასახლებით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გაჭიანურებული ომის განვითარების მწვავე ზემოქმედება ახლა უფრო აშკარა ხდება“, - განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა, აჩიმ შტაინერმა. მისივე თქმით, შემაშფოთებელია ეკონომიკური ვარდა და ის ტანჯვა, გაჭირვება, რომელიც დაატყდა თავს ომისგან ტრავმირებულ მოსახლეობას და ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს საშინელი ტრაექტორია შეჩერდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)