16:35 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 12:21:14, 726 ნახვა

მსოფლიო
„ენერგოატომი“ - ოკუპანტები ზაპოროჟიეს და ჩერნობილის ელექტროსადგურებს სამხედრო ბაზებად იყენებენ

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებს სამხედრო ბაზებად იყენებენ, - ამის შესახებ „ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა, პეტრ კოტინმა განაცხადა.

„მხოლოდ იქ [ზაროპროჟიეში] არის უკვე ექვსი ენერგეტიკური ერთეული და ძალიან ბევრი ბირთვული მასალა. თითოეულ რეაქტორში ბირთვი სრულად არის დატვირთული საწავით და თითოეულ ელექტროსადგურეს აქვს დახარჯული ბირთვული საწვავის საცავი.

მხოლოდ ღმერთმა იცის, რას მოიმოქმედებენ დამპყრობლები ამ მასალასთან. თუ ისინი ყველაფერს ისე დატოვებენ, როგორც დღესაა, ცუდი არაფერი მოხდება. ისინი ჯერჯერობით არ ერევიან ჩვენი პერსონალის მუშაობაში", - განაცხადა კოტინმა. 

მანვე დასძინა, რომ ზაროპროჟიეს ატომური ელექტროსადგური უფრო დაცულია:

„თუ თქვენ, [ოკუპანტები] მას დაბომბავთ, უნდა გაარღიოთ რამდენიმე ბარიერი, სანამ საწვავის უჯრედებთან მიხვალთ და რადიაციული ავარიის გამოწვევას მოახდენთ. ცუდია ის ფაქტი, რომ აფეთქებენ საბრძოლო მასალას ატომური ელექტროსადგურის უშუალო სიახლოვეს", - დასძინა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics