|
2022-03-16 10:16:23, 636 ნახვა
მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქი ზღვიდან დაბომბეს
დაახლოებით შუაღამისას რუსულმა გემებმა ოდესის ოლქის სოფელ ტუზლას მახლობლად უკრაინის სანაპიროზე ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ ფეისბუქზე განაცხადა. მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ხომალდებიდან უკრაინის სანაპიროზე სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს. "მათ დიდი მანძილიდან ისროლეს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. სურდათ სანაპირო თავდაცვის სისტემის გამოცდა. შედეგს ვერ მიაღწიეს", - წერს გერაშენკო. მან დასძინა, რომ დესანტის დაშვების მცდელობა არ ყოფილა.ოკუპანტები თავს დაესხნენ ოდესის ოლქის ორ დასახლებას, არიან დაჭრილები. ამის შესახებ ტელეგრამში განაცხადა ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ. მისივე თქმით, გამთენიისას რეგიონის ერთ-ერთ დასახლებას თავს დაესხნენ მტრის თვითმფრინავები და გემები. „ორი დაჭრილია“, - განაცხადა მარჩენკომ. 14 რუსული ხომალდი, მათ შორის სადესანტო ხომალდები, ოდესისკენ მიემართება“, - ამის შესახებ ცნობილი საზღვაო გამოცემა Naval News იუწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)