16:35 - 22 May, 2026
|
2022-03-16 10:03:08, 512 ნახვა
მსოფლიო
სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირეს, რაც კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა. რეზოლუცია, რომელიც „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა (ICC) და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები. „ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, - განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)