|
2022-03-15 20:52:36, 629 ნახვა
მსოფლიო
რუსულმა სასამართლომ მარია ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა
მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ ,,პირველი არხის" თანამშრომელი, მარია ოვსიანიკოვა საჯარო ღონისძიების ჩატარების წესების დარღვევისთვის, 30 000 რუბლით დააჯარიმა. RIA-ს ცნობით, მარია ოვსიანიკოვასთან დაკავშირებით საქმე აღძრულია რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით (საჯარო ღონისძიების ორგანიზება ან ჩატარება შეტყობინების გარეშე). როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა, სამართალდამცავების ინტერესი წინა დღეს გამოქვეყნებული ვიდეოს ეხებოდა, რომელშიც ოვსიანიკოვა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებას აპროტესტებდა და ხალხს აქციებზე წასვლისკენ მოუწოდებდა. თავად მარია ოვსიანიკოვამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ბრალს არ აღიარებს. ,,მე არ ვაღიარებ დანაშაულს, ეს იყო ჩემი ანტი-ომის განცხადება", - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)