|
2022-03-15 19:35:43, 591 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იგი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვას დასახმარებლად პუტინთან ისაუბრებს
საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მხარდაჭერა შესთავაზეს მარინა ოვსიანიკოვას, რუსული ტელევიზიის რედაქტორს, რომელმაც ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ოვსიანიკოვას დაცვა შესთავაზა. „საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ჟურნალისტის ნებისმიერ დაპატიმრებას, ისევე როგორც ნებისმიერ მანიპულირებას და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ დიპლომატიური ნაბიჯების დაწყებას, რომელიც მიმართულია საელჩოში ან თქვენი კოლეგის თავშესაფრის დაცვაზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა უკრაინულ ლტოლვილთა ცენტრში. ემანუელ მაკრონის თქმით, ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრისას შეეხება. გარდა ამისა, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით, მარინა ოვსიანიკოვას მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩემი პატივისცემა მარინა ოვსიანიკოვას მიმართ. მას აქვს გამბედაობა და არის მებრძოლი პროპაგანდისა და პუტინის ომის წინააღმდეგ. გმადლობთ. CL", - წერს გერმანიის ფინანსთა მინისტრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)