|
2022-03-15 18:36:18, 732 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებს - დაგვეხმარეთ, დემოკრატიის ნგრევის შეჩერება თქვენთან ერთად უფრო ადვილი იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ დახმარება უკრაინაში, რადგან „ერთ უკრაინულ ტანკიზე, ასი საოკუპაციო ტანკი მოდის“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა. მან პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ჯერჯერობით ეს საკმარისი არ არის“. „რუსული ომის მანქანა ჯერ კიდევ შეიძლება შეჩერდეს, ხალხის მკვლელობა მაინც უნდა შეჩერდეს. თქვენ ხედავთ, როგორ ვიბრძვით, თქვენთან ერთად უფრო ადვილი იქნება დემოკრატიის ნგრევის შეჩერება. შეაჩერეთ ახლავე, შეაჩერეთ იგი ჩვენს თავზე, თორემ თქვენთანაც შემოვლენ..“, - თქვა ზელენსკიმ. მან ასევე, დასძინა, რომ რუსეთის არსენალში შედის რაკეტები, ბომბები, ვერტმფრენები, ტანკები, დივერსანტები, ასევე კიბერშეტევები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)