|
2022-03-15 15:27:14, 513 ნახვა
მსოფლიო
მარინა ოვსიანიკოვა - არ ვნანობ, რაც გავაკეთე, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება
რუსული პროპაგანდისტული არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანკინოვა, რომელიც გუშინ, პირდაპირ ეთერში, სტუდიაში უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, აცხადებს, რომ არ ნანობს, რაც გააკეთა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, არ იცის, რა ელის უახლოეს პერიოდში, მაგრამ ადვოკატებისგან მიიღო ცნობა, რომ შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს. „არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი. არ ვიცი, რა მელის მალე. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება", - წერს ჟურნალისტი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, მარინა ოვსიანკოვა პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში გამოჩნდა ბანერით „არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!", რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)