|
2022-03-14 19:03:23, 704 ნახვა
მსოფლიო
ოთხშაბათს, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართვას - შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება
ოთხშაბათს, დილის 9:00 საათზე (აღმოსავლეთის დროით), უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს კონგრესს ვირტუალურ რეჟიმში, სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც აშშ-ის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ და უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა პალატისა და სენატის წევრებს გაუგზავნა. „კონგრესი, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო უკრაინელი ხალხის გამო შეშინებულია. ხალხის, რომელმაც განსაკუთრებული სიმამაცე, გამძლეობა და მონდომება გამოიჩინა რუსეთის არაპროვოცირებული, მანკიერი და უკანონო ომის წინაშე“, - აღნიშნულია განცხადებაში. „კონგრესი უკრაინის მხარდასაჭერასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში დარწმუნებილი და ურყევია, რადგან ისინი პუტინის სასტიკ და ეშმაკურ აგრესიას აწყდებიან... ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტი ზელენსკის გამოსვლას პალატასა და სენატში, რათა ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს. ისინი გაბედულად იცავენ დემოკრატიას“, - ნათქვამია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)