|
2022-03-14 17:50:40, 706 ნახვა
მსოფლიო
Reuters- გერმანია აშშ-სგან F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შეძენას აპირებს
გერმანია აშშ-სგან აპირებს F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას, რათა შეცვალონ ამჟამინდელი "ტორნადოს" ტიპის თვითმფრინავები. - ამის შესახებ ინფოტრმაციას Reuters-ი გერმანიის მთავრობის ორ ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, გერმანია აპირებს 35-მდე F-35-ის შეძენას. გერმანიის თავდაცვის ანონიმურმა წყარომ Reuters-ს თებერვლის დასაწყისში განუცხადა, რომ გერმანია აპირებს F-35-ების შეძენას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. "ტორნადო" არის გერმანიის ერთადერთი რეაქტიული თვითმფრინავი, რომელსაც გერმანიაში განლაგებული ამერიკული ატომური ბომბების ტარება შეუძლია. "ტორნადო" გერმანიის საჰაერო ძალების განკარგულებაში 1980-იანი წლებიდან დაფრინავს და მისი ჩანაცვლება 2025-2030 წლების შუალედში იგეგმებოდა. გერმანიის მიერ F-35-ების შეძენა იქნება დარტყმა კომპანია ბოინგისთვის, რომლის F-18-ების შეძენას გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი განიხილავდა. ამას გარდა, როგორც გამოცემა Reuters-ი აღნიშნავს, F-35-ების შეძენამ, შესაძლოა, საფრანგეთიც გაარზოს, რადგან პარიზი და ბერლინი მუშაობენ ახალი ავიაგამანადგურებლის ერთობლივ პროექტზე, რომლის დასრულებაც 2040-იანი წლებისთვის განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)