|
2022-03-14 11:38:25, 717 ნახვა
მსოფლიო
EU-ში აცხადებენ, რომ უკრაინის კონფლიქტში ნატო-ს ჩართვით შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს
ნატო-ს შესვლა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტში შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საბაბად იქცეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა არ გავაღრმავოთ კონფლიქტი - გარწმუნებთ, რუსეთი - ბირთვული ძალაა და ჩვენ კარგად გვესმის, რომ თუ ეს კონფლიქტი გადაიქცა ნატო-ს კონფლიქტად რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ მივალთ მესამე მსოფლიო ომამდე“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ამასთანავე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მუდმივ კონტაქტზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „მართალია, მას მეტი სურდა, თუმცა ევროკავშირის გაფართოება დელიკატური საკითხია, რომლის გარშემოც ყველა ევროპულ ქვეყანას არ აქვს ერთი აზრი. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ქვეყნები, რომლებთანაც უკვე დავიწყეთ გაწევრიანების პროცესი“, - დასძინა შარლ მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)