|
2022-03-14 10:21:49, 608 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა
ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „რაც შეეხება ბელაარუსის შეაირაღებული ძალების მზადყოფნას უკრაინაში ომთან დაკავშირებით: სპეცოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბელარუსის სპეცრაზმი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს", - აცხადებენ გენშტაბში. როგორც უკრაინული მედია წერს, 12 მარტს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის არმიის მონაწილეობის საფრთხე მაინც არსებობს. 13 მარტს უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელობა კვლავ იღებს ზომებს, რათა გააძლიეროს უკრაინის საზღვრის დაცვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)