|
2022-03-13 15:11:15, 1476 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ФСБ-ს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი გენერალი სერგეი ბესედა დაიჭირა
აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში წარუმატებელი სამხედრო კამპანიის გამო . ФСБ-ს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი გენერალი სერგეი ბესედა და მისი მოადგილე ბოლოხი (სახელი არ არის მითითებული) დაიჭირა. მე-5 სამსახური (ოფიციალურად სახელწოდებით ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური) ზედამხედველობს ФСБ-ის ურთიერთობებს უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-ს სააგენტოებთან. სამსახურის შიგნით არის ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტი (DPI), რომელიც ასრულებს ФСБ-ის საგარეო დაზვერვის ფუნქციებს. ”ეს იყო მეხუთე სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იყო ვლადიმერ პუტინის ინფორმირებაზე უკრაინაში პოლიტიკური მოვლენების შესახებ შეჭრის წინა დღეს. როგორც ჩანს, ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ პუტინი საბოლოოდ მიხვდა, რომ უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს: მე-5 სამსახურმა, პუტინს გაბრაზების შიშით, უბრალოდ მიაწოდა მას მონაცემები, რომლის მოსმენაც თავად სურდა. - აღნიშნავს რუსი ჟურნალისტი ანდრეი სოლდატოვი, რომელსაც ФСБ-ს მაღალ ეშალონებში დაუდასტურეს გენერლის შინაპატიმრობა. წყაროები ამბობენ, რომ გენერალ ბესედას და მის მოადგილეს შინაპატიმრობა შეუფარდეს. მიზეზებს შორის არის ოპერაციებისთვის გამოყოფილი თანხების ბოროტად გამოყენება, ასევე ცუდი სადაზვერვო ინფორმაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)