14:56 - 22 May, 2026
|
2022-03-12 17:28:04, 1025 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - ბელარუსმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალები განათავსა
ბელარუსმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალები განათავსა, თუმცა ქვეყანა აღნიშნულ ფაქტს „გეგმურ როტაციას“ უწოდებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საუბარია 5 ტაქტიკური ბატალიონის განთავსებაზე, რომლებიც, ბელორუსული მხარის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებული არ იქნება. როგორც ბელარუსის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ გულევიჩმა განაცხადა, ეს ძალები დაზვერვით, პატრულირებით და ობიექტების დაცვით არის დაკავებული. ისინი დავალებას ბელორუსულ მესაზღვრეებთან ერთად ასრულებენ. „ძალების გადაადგილება არანაირად არ არის დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში შესაძლო მონაწილეობასთან“ - ამბობს გულევიჩი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)