14:19 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 20:12:40, 571 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - G7 რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახებს სანქციებს უმატებს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ G7 უკრაინაში შეჭრის გაგრძელების ფონზე რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახებს სანქციებს დაუმატებს.

„დიდი შვიდეული ასევე აძლიერებს ზეწოლას კორუმპირებულ რუს მილიარდერებზე. ჩვენ ვამატებთ ახალ სახელებს ოლიგარქებისა და მათი ოჯახების სიას, რომლებსაც ჩვენ ვუმიზნებთ და ვაძლიერებთ კოორდინაციას G7 ქვეყნებს შორის, რათა მიზანმიმართული იყოს და დაიჭიროს მათი არაკეთილსინდისიერი მონაპოვარი რესურსებო“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში.

"ისინი მხარს უჭერენ პუტინს. ისინი პარავენ რუს ხალხს და ცდილობენ, თავიანთი ფულის დამალვას ჩვენს ქვეყნებში. ისინი იმ კლეპტოკრატიის ნაწილი არიან, რომელიც არსებობს მოსკოვში და მათ უნდა გაიზიარონ ამ სანქციების ტკივილი", - თქვა ჯო ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში, რუსული ზღვის პროდუქტების, არაყისა და ბრილიანტების იმპორტი აიკრძალება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივყვებით მათ სუპერ იახტებს და მათ დასასვენებელ სახლებს, რომელთა ღირებულება ასობით მილიონი დოლარია, ჩვენ მათთვის ჩვენსავე ქვეყანაში წარმოებული მაღალი კლასის პროდუქციის შეძენას გავურთულებთ და ავკრძალავთ რუსეთში, ფუფუნების საქონლის ექსპოეტს. ცნობისთვის, აღნიშნული სანქციები არ არის ჩვენი ბოლო ნაბიჯები“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics