2022-03-11 12:29:35, 555 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - განადგურებულია რუსი ოკუპანტების 57 თვითმფრინავი, 83 ვერტმფრენი, 353 ტანკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 12 000-ს აღემატება.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 353 ტანკი, 1 165 ჯავშანტექნიკა, 125 საარტილერიო სისტემა, 58 სარაკეტო სისტემა და 31 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 57 თვითმფრინავი, 83 ვერტმფრენი, 558 საავტომობილო ტექნიკა, 7 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და გემები/ნავები - 3 ერთეული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,