2022-03-11 11:45:57, 901 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - უკრაინა არასდროს, არასდროს იქნება ვლადიმერ პუტინის გამარჯვება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსულ აგრესიასთან ბრძოლში.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, უკრაინა „არასდროს - არასდროს“ იქნება რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის გამარჯვება.
„უკრაინა არასდროს - არასდროს იქნება პუტინის გამარჯვება“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა კოლუმბიის ლიდერთან, ივან დუკესთან საუბრის დაწყებამდე.
ჯო ბაიდენი თვლის, რომ აშშ და მსოფლიოს ყველა ქვეყანა განაგრძობს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც იცავს საკუთარ ქეყანას.
მანვე დასძინა, რომ დღეს აშშ-მა უკვე გამოყო მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად უსაფრთხოების სფეროში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,