22:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 11:35:29, 683 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია - მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მოსახლეობას მიმართავს, რომ სურსათის მარაგების შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს.

როგორც შამუგია აღნიშნავს, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები არსებობს.

„გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ადგილი ჰქონდა პანიკურ შესყიდვებს, რის გამოც იყო გარკვეული პროდუქტების დეფიციტი დახლებზე. თუმცა, არც მაშინ იყო ეს მარაგების უქონლობით გამოწვეული, არამედ გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც მოსახლეობის მხრიდან მარაგების შექმნას უკავშირდებოდა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მიმართულებით, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები გვაქვს და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალ დღეებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მომარაგების პროცესის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარაგების შევსება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, არცერთი პროდუქტის იმპორტის განხორციელების მიმართულებით არ არის შეფერხება და ქვეყანაში არის იმ რაოდენობის მარაგი, რაც საჭიროა მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics