10:32 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 14:11:18, 616 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, სავაჭრო ურთიერთობებზე რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადონ

რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების გამო ,უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, შემოიღონ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. 

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სანქციათა ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს რუსეთის ექსპორტისა და იმპორტის სრულ ბოიკოტს. 

„თუ შემოჭრა გრძელდება და რუსეთი არ ამბობს უარს მის გეგმებზე უკრაინის წინააღმდეგ, შესაბამისად, საჭიროა სანქციათა ახალი პაკეტი, ახალი სანქციები, ახალი ნაბიჯები ომის წინააღმდეგ მსოფლიოს ხათრით. ბოიკოტი რუსულ ექსპორტს, მათ შორის, უარის თქმა რუსულ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე. ამას შეგვიძლია ვუწოდოთ ემბარგო, ან უბრალოდ გამოიყენო მორალი, როცა უარს იტყვი ტერორისტისთვის ფულის მიცემაზე. ბოიკოტი რუსეთში იმპორტს, თუ არ სურთ მიჰყვნენ ცივილიზებულ წესებს, მაშინ მათ არ უნდა მიიღონ საქონელი და მომსახურება ცივილიზაციისგან. დაე, ომმა გამოკვებოს ისინი", - განაცხადა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics