|
2022-03-05 11:34:56, 838 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონი - უპრეცენდენტო სანქციებით მთელმა მსოფლიომ პუტინის რეჟიმს ზურგი აქცია, არ გავჩერდებით
უკრაინელებო, პარტნიორებთან ერთად ერთად ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მხარი დაგიჭიროთ და ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გავზარდოთ. - ასე მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინელლებს. ჯონსონის განცხადებით, უპრეცენდენტო სანქციებით მსოფლიომ პუტინსა და მის რეჟიმს ზურგი აქცია. "მივმართავ უკრაინელებს, რომლებიც ახლა დიდ ბრიტანეთში, უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებში არიან. უკრაინელებო, ჩვენ პარტნიორებთან ერთად ერთად ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მხარი დაგიჭიროთ და ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გავზარდოთ. ყველაფერს ვაკეთებთ არა მხოლოდ თქვენი სამშობლოსთვის, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ერთად, რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დავუწესეთ და ამაზე არ გავჩერდებით მანამ, სანამ ის ამ აგრესიას არ შეაჩერებს. მთელმა მსოფლიომ პუტინსა და მის რეჟიმს ზურგი აქცია. რუსეთთან თანამშრომლობა და მათი მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში შეჩერებულია. პუტინმა ანგარიშის დროს სერიოზული შეცდომა დაუშვა, მთელი მსოფლიო გაერთიანდა და მისი ბარბაროსობის წინააღმდეგ ერთად დადგა. რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს, პუტინი აუცილებლად უნდა დამარცხდეს", - განაცხადა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვაში.
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)