|
2022-03-03 17:17:12, 784 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი - საჭიროა, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მეტი გავაკეთოთ
„დიდი ბრიტანეთი მუშაობს აშშ-სთან, ევროკავშირთან და G7-თან, მაგრამ დაწესებულ სანქციებზე მეტი უნდა გავაკეთოთ“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დასავლეთი რუსეთის ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე დამოკიდებული არ იყოს. ასევე, არცერთ რუსულ ბანკს არ ჰქონდეს SWIFT-ზე წვდომა. „დიდი ბრიტანეთი მუშაობს აშშ-სთან, ევროკავშირთან და G7-თან რათა პუტინის ომის მანქანას დაფინანსების წყარო გადავუწუროთ, გავრიცხეთ რუსული ბანკები ფინანსური სისტემიდან, ჩავუკეტეთ რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე და ვმუშაობთ სანქციებზე რუსი ოლიგარქებისთვის, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ. უნდა უზრუნველვყოთ რომ არც ერთ რუსულ ბანკს არ აქვს წვდომა SWIFT-ზე და მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთის ნავთობზე, გაზზე და ქვანახშირზე არ ვიყოთ დამოკიდებული“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)