06:46 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 16:24:40, 889 ნახვა

მსოფლიო
პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო - გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე

პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო, - ასე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას  უკრაინის ჯარებისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ.

„ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია”, - განუცხადა შოლცმა ბუნდესტაგის საგანგებო სხდომაზე.

ცნობისთვის, შაბათს გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინას რაც შეიძლება მალე მიაწოდოს 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 500 მიწა-ჰაერი რაკეტა გერმანული სამხედრო მარაგებიდან.

გარდა ამისა, ესტონეთმა და ნიდერლანდებმა მიიღეს ნებართვა გერმანიის მთავრობიდან უკრაინაში გერმანული წარმოების იარაღის გადაცემის შესახებ, მაშინ როცა ადრე ასეთი ნებართვა უარყოფილი იყო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics