04:59 - 22 May, 2026
|
2022-02-24 21:20:58, 793 ნახვა
მსოფლიო
CNN - უკრაინაზე თავდასხმა ფართომაშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ახლანდელი თავდასხა ფართომაშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ამჟამინდელ მიზანს უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღება წარმოადგენს. ამბის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთს მთავრობის ჩამოგდება და საკუთარი რეჟიმის დასმა აქვს განსაზღვრული. „სავარაუდოა, რომ მოვლენები რამდენიმე ფაზაში განვითარდება, რამდენ ან დროის რა მონაკვეთში, არ ვიცით, მაგრამ რასაც ვხედავთ, ეს ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა. ჩვენი შეფასებით, განზრახული აქვთ მთავრობის ჩამოგდება და საკუთარი რეჟიმის დასმა, რაც ახსნის ამ ადრეულ ძვრებს კიევის მიმართულებით“, - განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)