|
2022-02-22 22:31:21, 535 ნახვა
მსოფლიო
რუსეთს დიპლომატები და საკონსულოს თანამშრომლები უკრაინიდან გაჰყავს
„რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინაში მოქმედი დიპლომატიური დაწესებულებებიდან პერსონალი გაიყვანოს“, - ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების, საელჩოებისა და გენერალურ საკონსულოებში მომუშავე თანამშრომლების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად მიიღო. „2014 წლიდან კიევში რუსეთის საელჩოზე და ოდესაში, ლვოვსა და ხარკოვში რუსეთის გენერალურ საკონსულოებზე არაერთი თავდასხმა მოხდა. პროვოკაციები რეგულარულად ეწყობოდა კიევში მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრის წინააღმდეგ, ზიანი მიაყენეს მისი ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. აგრესიული ქმედებების ობიექტები რუსი დიპლომატებიც ხდებოდნენ. მათი მიმართულებით ისმოდა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები, წვავდნენ მათ ავტომობილებს. კიევის ხელისუფლება მომხდარზე საკონსულო და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციების შესაბამისად არ რეაგირებდა. შექმნილ ვითარებაში ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ვიზრუნოთ რუს დიპლომატებსა და საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში ჩვენს თანამშრომლებზე. მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინაში მოქმედი დიპლომატიური დაწესებულებებიდან პერსონალი გაიყვანოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)