|
2014-12-21 23:27:51, 2993 ნახვა
სამართალი
თბილისში რესტორან "თავადურში" მიხეილ ხუბუტიას სცემეს
თბილისში რესტორან “თავადურში” ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას, “რუსეთში ქართველთა კავშირის” თავმჯდომარეს სცემეს. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. “ეს იყო მიზანმიმართული და სპონტანური პროვოკაცია. საქართველოში, კანონით, ხელი არ უნდა აღმართო ადამიანზე. რესტორანში დაცვის გარეშე ვიყავი. აღმასრულებელი დირექტორი დაცვასთან ერთად მე და პუტინს დედას გვაგინებდა, ასევე აგინებდნენ რუსეთს. თითქმის ოთხმა კაცმა მცემა, მერე ძირს დამაგდეს და ასე მცემდნენ. მადლობა ღმერთს, პოლიციამ ჩანაწერი იპოვა, სადაც ჩანს რომ მცემენ. აი, რა მოუტანა გლობალიზაციამ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, დამნაშავეებს შესაბამისად დასჯიან,”– წერს ხუბუტია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)