|
2022-02-22 11:48:06, 575 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - ნატო-მ და აშშ-მა ვერ აითვისეს გაკვეთილი, რომელიც რუსეთმა 2008 წელს ასწავლა
ნატო-მ და აშშ-მა ცუდად აითვისეს გაკვეთილი, რომელიც რუსეთმა ასწავლა მათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მედვედევმა აღნიშნა, რომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია. „2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რთული გადაწყვეტილების მიღება მომწია. სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების გამოყენებით, რუსეთი დახეხმარა ასობით ათას ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნებაში და მან გაკვეთილი ასწავლა ნატო-ს, აშშ-ს, ყველას, ვისაც ჰქონდა აგრესიული განზრახვები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. თუმცა, ნატო-ში ეს ცუდად აითვისეს და განაგრძეს ცინიკურად და უცერემონიოდ რუსეთის საზღვრებთან მიახლოვება, ალიანსის პოტენციური წევრების წრის გაფართოებით“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა „მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)