|
2022-02-21 18:43:33, 732 ნახვა
მსოფლიო
მედია - სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ორი უკრაინული ჯავშანტრანსპორტი გაანადგურეს
რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ ადგილობრივმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელების ორი ჯავშანტრანსპორტი გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, ხუთი უკრაინელი სამხედროა დაღუპული. „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დირექტორატის რაზმმა როსტოვის რეგიონში, სამხრეთ სამხედრო ოლქის საზღვრის დაფარვის ნაწილებთან ერთად, აღმოაჩინა უცნობი ჯგუფი ორ ქვეით საბრძოლო მანქანაზე, რომელმაც დაარღვია საზღვარი უკრაინიდან რუსეთის ფედერაციამდე. ჯგუფი შეჩერდა და განადგურდა შეიარაღებული წინააღმდეგობის დროს“, - აღნიშნულია რუსულ მედიაში. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მეთაური კი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტაკების შემდეგ, ერთი უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩაიგდეს. გავრცელებულ ამბებს უკრაინა დეზინფორმაციად აფასებს და განმარტავს, რომ უკრაინელი სამხედროები როსტოვის რეგიონში არ ყოფილან.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)