|
2022-02-21 16:45:31, 585 ნახვა
მსოფლიო
ნიკა მელია - შიმშილობის უკიდურეს ფორმაზე ხელმეორედ წასვლა მიხეილ სააკაშვილისთვის სერიოზული საფრთხეა
„სააკაშვილის მოთხოვნა და ხელმეორედ უკიდურეს ზომაზე წასვლა მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი ფაქტი, შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, რომ მასთან კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი შეუშვან, ძალიან სამართლიანია. „ვთანხმდებით, საუბარია არა პატიმარზე, არამედ მძევალსა და ტყვეზე. ტყვე ხარ, როცა გამოკეტილი ხარ ოთხ კედელში ერთი ადამიანის ნებაზე და ხუშტურზე. ტყვე ხარ, როდესაც სამედიცინო მომსახურეობის მიღების შესაძლებლობა არ გეძლევა და არა პატიმარი. ტყვე ხარ, როცა არ გეძლევა კუთვინილი უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა, მაგალითად სატელეფონო ზარების განხორციელება და უამრავი სხვადასხვა უფლება, რაც პატიმარს აქვს და ტყვეს არა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და ხელმეორედ, უკიდურეს ზომაზე წასვლა მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი ფაქტი, შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის. მოთხოვნა არის ძალიან სამართლიანი, რომ შეუშვან მასთან კვალიფიციური პროფესიონალი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი, ის რასაც საზოგადოება თვეების განმავლობაშია ითხოვს. მე იმედი მინდა მქონდეს, რომ მასთან დაწესებულებაში ექიმი იქნება დაშვებული, ექიმი, რომელიც მას სჭირდება იმისათვის, რომ ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)