02:14 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 10:14:28, 637 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთმა, შესაძლოა, დაკარგოს წვდომა ფინანსურ ბაზრებზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების ზოგიერთ დეტალს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც რუსეთს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მნიშვნელოვან საექსპორტო საქონელზე წვდომა შეუწყდება. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე,  განაცხადა. 

"რუსეთი, პრინციპში, მოწყვეტილი იქნება საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან. სანქციები დაწესდება ყველა საქონელზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და რომელიც რუსეთს სასწრაფოდ სჭირდება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სანქციები არ დაწესდება.

მისივე თქმით, დასავლეთმა რუსეთს დიპლომატიის შანსი უნდა მისცეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის უნდა მივცეთ რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი. ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა,“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics