|
2022-02-19 17:36:42, 841 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - კრემლი არა მხოლოდ ცდილობს ძირი გამოუთხაროს მთელი ევროპის უსაფრთხოებას, ასევე არღვევს გაეროს წესდებას
კრემლის პოლიტიკაა, დანერგონ შიში და დაარქვან ამას "უსაფრთხოების გარანტიები"- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, "კრემლი არა მხოლოდ ცდილობს ძირი გამოუთხაროს მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ასევე არღვევს გაეროს წესდებას, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას და მუქარას სხვა ქვეყნების მიმართ." "უკრაინელები, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ, იძულებული არიან, მონაწილეობა მიიღონ ომში, რომელსაც რუსეთი მათ თავს ახვევს. "ეს არის კრემლის პოლიტიკა, დანერგონ შიში და დაარქვან ამას "უსაფრთხოების გარანტიები". კრემლი ცდილობს წაართვას 44 მილიონ უკრაინელს უფლება, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. ამ მიდგომის შედეგები უკრაინის საზღვრებს სცდება. ჩვენ თვალს ვადევნებთ თავხედურ მცდელობას, რომ შეიცვალოს საერთაშორისო წესრიგი. თუ კრემლი დარტყმას განახორციელებს, ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს მაღალი ხარჯები და მძიმე შედეგები დავუწესოთ",- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)