|
2022-02-18 12:53:42, 847 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელი ექსპერტი - დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების დაცვა რუსეთმა შესაძლოა, ომის წინაპირობად გამოიყენოს
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, მიკოლა სუნჰუროვსკი აცხადებს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა, რუსეთმა შესაძლოა ომის დაწყების საბაბად გამოიყენოს, როგორც ეს 2008 წელს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გააკეთა. როგორც ექსპერტმა „ეურონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთმა ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებს რუსული პასპორტები, დაცვის საბაბით, გადასცა. ცნობისთვის, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რაიონებში 720 000-ზე მეტ ადამიანს რუსეთის პასპორტი მისცა. დონეცკისა და ლუგანსკის მაცხოვრებლებს რუსული პასპორტით გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2020 წლის პლებისციტზე ხმის მიცემის უფლება მიეცათ. რუსი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში შეჭრა საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით გაამართლოს, რომლებიც დონბასში ასობით ათასი არიან. თუმცა, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლი ბევრად უფრო დაინტერესებულია ამოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სტატუსის გაურკვევლობაში შენარჩუნებით და იმის ჩვენებით, რომ მათ აქვთ რამდენიმე ვარიანტი მაგიდაზე - იქნება ეს მათი დამოუკიდებლობის აღიარება თუ ძალების განლაგება ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქეების დასაცავად.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)