00:31 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 18:01:22, 772 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პუტინმა მხედველობაში მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნა, თუმცა ეს ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებას

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომვლადიმერ პუტინმა მიიღო სახელმწიფო სათათბირო ორგანოს მიმართვა, თვითგამოხადებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

„პრეზიდენტმა მიიღო თხოვნა, რეაგირება მოახდინა მასზე, მხედველობაში მიიღო, მაგრამ აღიარება არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს“, - აღნიშნა პესკოვმა.

როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, აღნიშნული მიმარვა ნათლად მიუთითებს დეპუტატებისა და საზოგადოების განწობაზე.

„პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია დაეხმაროს სიტუაციის მოგვარებას სამხრეთ-აღმოსავლეთში [უკრაინაში] და ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მინსკის შეთანხმების პაკეტის განხორციელებაში, ყოველმხრივი წვლილის შეტანით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics