|
2022-02-16 17:00:58, 911 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსეთის ძალების გასვლა არ გვინახავს, პირიქით კიდევ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი გზაშია
„რუსეთის ძალების არანაირი გასვლა არ გვინახავს. მათ სამხედროების რიცხვი გაზარდეს და კიდევ უფრო მეტი ჯარისკაციც გზაშია“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ძალებისა და ტანკების გადაადგილების დანახვა არ ადასტურებს იმას, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან რეალურად გაჰყავთ ისინი. „რუსეთის ძალების არანაირი გასვლა არ გვინახავს. და რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური მცდელობის მესიჯებთან. ვხედავთ, რომ მათ სამხედროების რიცხვი გაზარდეს და კიდევ უფრო მეტი ჯარისკაციც გზაშია. ჯერჯერობით, დეესკალაცია არაა. თუ ისინი მართლა დაიწყებენ ჯარების გაყვანას, ეს ისაა, რასაც მივესალმებით. მათ ძალები მუდამ გადაჰყავდათ წინ და უკან, მხოლოდ ძალების, ტანკების გადაადგილების დანახვა არ ადასტურებს მათ რეალურად გაყვანას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)