|
2022-02-16 15:40:27, 801 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა შესაძლოა დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონი მიღოს
რუსეთის მთავრობამ შესაძლოა მიიღოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც ლავროვი აღნიშნავს, ლონდონი განიხილავს სანქციების დამატებას, რომელიც „არანაირად აღარ არის დაკავშირებული უკრაინასთან“, მაგრამ ამავე დროს აძლევს ბრიტანეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას „დაუწესოს სანქციები ნებისმიერ ორგანიზაციას, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან“. „რა თქმა უნდა, ისტორიამ ეს ჯერ არ იცის და თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდება, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს პარლამენტს ექნება საფუძველი და ყველა საჭირო ზომა, მსგავსი კანონის მისაღებად. ეს ყველაფერი იმათთვის, ვინც ცდილობს რუსოფობიის გზაზე კარიერის გაკეთებას და რეიტინგის და პოპულარობის მოპოვებას“, - განცხადა მინისტრმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)