|
2022-02-16 12:22:40, 922 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, თაღლითობის მუხლით, კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო
ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ რუსულმა უწყებებმა კიდე ერთი გამოძიება დაიწყეს. ნავალნის ამჯერად თაღლითობას ედავებიან. ამ ბრალდებისთვის მას დამატებით ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. ალექსეი ნავალნი რუსული გამოძიება მისი პოლიტიკური ორგანიზაციის შემოწირულობებიდან 5 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის მითვისებას ედავება. ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ახალ ბრალდებებს "საეჭვო" უწოდა და რუსეთის ხელისუფლებას პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. "თქვენ აპირებთ ჩემი პატიმრობა განუსაზღვრელი ვადით განსაზღვროთ? რას ვიზამთ ? კოლექტიურად საქმიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ადამიანის ბედი. მე არ მეშინია." - თქვა ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე. მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი პოკროვის ციხეში იმართება, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის. 45 წლის ოპოზიციონერი 2020 წელს მოწამლეს. ის რეაბილიტაციის კურსს გერმანიაში გადიოდა, როცა მის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება დაიწყო. 2021 წლის იანვარში კი ის რუსეთში დაბრუნდა და 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნავალნის ანტიკორუფციული ორგანიზაცია რუსეთში კორუფციული სქემების გამოაშკარავებაზე მუშაობდა და კრემლის პოლიტიკას, პუტინისა და მის თანამოაზრეებსაც ხშირად აკრიტიკებდა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)