|
2022-02-15 21:52:36, 1070 ნახვა
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი რუსეთის სათათბიროს მიმართვას პუტინისადმი, რომ აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი კატეგორიულად გმობს
„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის სათათბიროს მიმართვას პუტინისადმი, აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი, რაც მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. იგი რუსეთს მოუწოდებს, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ნორმანდიულ ფორმატსა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში. „ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილებას, მიმართოს პრეზიდენტ პუტინს, აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის მხარეები, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ეს აღიარება მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ნორმანდიულ ფორმატსა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში“, - წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერ“-ში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)