|
2022-02-15 16:41:12, 989 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა
უკრაინის რადამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა არ აღიარონ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწვეტილება რადას წევრებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. რადას მიმართვას 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომლებმაც გაერო-ს, ევროკომისიას, ეუთო-ს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს მოუწოდეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარება არ დაუშვან. უკრაინული პარლამენტის წევრები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მოუწოდებენ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაადასტურონ და დაგმონ რუსეთის ის ქმედებები, რომლებიც მსოფლიოში და უკრაინაში ვითარების გაუარესებისკენაა მიმართული. აღნიშნულის შესახებ UkrinForm იუწყება. ისინი რუსეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად ყოფნის საკითხის განხილვასა და უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის თემის დღის წესრიგში დაყენებასაც ითხოვენ, რათა გაერო-მ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართოს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)