00:31 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 14:52:44, 894 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის დუმა ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით ვლადიმერ პუტინს მიმართავს

რუსეთის სახელმწიფო დუმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით მიმართავს. ინფორმაციას რუსული  მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას 351-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 16 წინააღმდეგ წავიდა, 1-მა დეპუტატმა კი, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

გარდა ამისა, სახელმწიფო დუმამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის ალტერნატიულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა მიმართვის ტექსტის გადაგზავნას საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, კონსულტაციებისთვის.

მხარეთა მიერთ წარდგენილ მიმართვაში ნათქვამია, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა არ ასრულებს მინსკის შეთანხმებას, ხოლო თვითგამოცხადებულ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში, ბოლო წლებში, „დემოკრატიული ორგანოები და სახელმწიფოები ლეგიტიმური ძალაუფლლების ყველა ატრიბუტით“ აშენდა.

რუსეთის სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რეზოლუციას „მყისიერად მოეწერება ხელი და გაეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics