|
2022-02-13 14:07:09, 785 ნახვა
მსოფლიო
კანადის პრემიერი - უკრაინაში, ნებისმიერ სამხედრო შეჭრას სერიოზული შედეგები მოჰყვება
კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კანადის პრემიერის ოფისი იუწყება. დიალოგი რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ მდგომარეობას უკავშირდებოდა. განცხადების მიხედვით, ჯასტინ ტრუდომ კანადის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ უკრაინაში, ნებისმიერ სამხედრო შეჭრას სერიოზული შედეგები და კოორდინირებული სანქციები მოჰყვებოდა. „პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტმა უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ საერთო შეშფოთება განიხილეს. ასევე, რუსეთის მიმდინარე აგრესია და დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებები. პრემიერმინისტრმა ტრუდომ დაადასტურა კანადის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო შეჭრას უკრაინაში სერიოზული შედეგები, მათ შორის კოორდინირებული სანქციები მოჰყვება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)