|
2022-01-25 10:15:02, 710 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ნატო აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს
ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ განვიხილავთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს შეიძლება მოიცავდეს ნატო-ს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას. ამ ძალების განთავსება არის პროპორციული და შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს აძლიერებს ევროპულ უსაფრთხოებას ყველა ჩვენგანისთვის,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგი მიესალმა ალიანსის წევრების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უსაფრთხოების გასაძლიერების კუთხით. „დანია ბალტიის ზღვაში ფრეგატს აგზავნის და ლიეტუვაში დამატებით სამხედრო თვითმფრინავებს განათავსებს. საფრანგეთმა მზადყოფნა გამოთქვა, გაგზავნოს სამხედრო დანაყოფები რუმინეთში. ნიდერლანდები ბულგარეთში საჰაერო პატრულირებისთვის სამხედრო თვითმფრინავს აგზავნის, ესპანეთი შავ და ხმელთაშუა ზღვებში ნატო-ს საზღვაო ძალებში ხომალდებს გაგზავნის, ასევე განიხილავს ბულგარეთში ავიაციის გაგზავნის საკითხს. აშშ-მა კი, პირველად ათწლეულების განმავლობაში, ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის მეთაურობა ნატო-ს გადასცა,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა. გენერალური მდივნის თქმით, ნატო კვლავ მზადაა რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად. „ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციას ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. სუვერენულ ქვეყნებს აქვთ თვითგამორკვევის უფლება. ნატო ყოველთვის პატივისცემით მოეკიდება ამას. სხვებმაც უნდა სცენ ამას პატივი,“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, კონფლიქტის საფრთხე რეალურია და რუსეთმა სიტუაცია უნდა განმუხტოს. „კონფლიქტის საფრთხე კვლავ რეალურია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ უქმნის საფრთხეს რუსეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი მოკავშირეების დასაცავად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)