19:13 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-14 13:32:37, 1904 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და მეზობელ ქვეყანაში შეჭრის საფრთხის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.

აღნიშნული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორების, ასევე საქონლის ბრუნვას, რაც შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის. აღნიშნული ზომები იმ სანქციების ნაწილია, რომელიც რუსეთს ევროკავშირმა 2014 წელს დაუწესა მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში ყირიმის ანექსია მოახდინა და დაკავშირებულია 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებასთან.

რუსეთმა საქნციები ძალაში, სულ მცირე, 31 ივლისამდე დატოვა, რადგან ოფიციალურმა მოსკოვმა „სრულად არ შეასრულა“ სამშვიდობო შეთანხმება.

აღნიშნული ნაბიჯი ზღუდავს რუსული ბანკებისა და კომპანიების წვდომას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე და კრძალავს ფინანსურ დამარებას ან შუამავლობას რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ის აჩერებს თავდაცვის აღჭურვილობების იმპორტს. ზღუდავს რუსეთის წვდომას ნავთობის წარმოებაში გამოყენებულ ზოგიერთ ტექნოლოგიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics