|
2022-01-09 12:39:55, 770 ნახვა
მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი - მზად ვართ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში დახმარება გავუწიოთ
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მისივე თქმით, მზად არიიან დახმარება გაუწიონ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში. "ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რომელმაც მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ იფეთქა ყაზახეთში. ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის, გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია რეგიონის სტაბილურობისთვის. ჩვენ ღრმად ვწუხვართ დაღუპულთა გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციების თავიდან აცილება, ძალადობის ყოველგვარი წაქეზების თავიდან აცილება, თავშეკავება და არეულობის სხვა მიზნებისთვი გამოყენება. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში. გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, დაიცვან თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს, მათ შორის, პატივი სცენ თავიანთი მოქალაქეების უფლებებს და ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)