17:05 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-04 15:39:31, 1160 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის მოთხოვნით იტალიაში უკრაინელი რეჟისორი, ევგენი ლავრენჩუკი დააკავეს

რუსეთის მოთხოვნით, იტალიაში, ნეაპოლში ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის ყოფილი მთავარი რეჟისორი, ევგენი ლავრენჩუკი დააკავეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განმარტებით, ლავრენჩუკი ნეაპოლში 17 დეკემბერს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ 3 იანვარს გახდა ცნობილი.

იტალია რუსეთში მისი ექსტრადირების საკითხს განიხილავს. უკრაინის კონსულმა დაკავებული უკვე მოინახულა. 

გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ მსხვილი თაღლითობის ბრალდებით ლავრენჩუკს დაუსწრებლად პატიმრობა უკვე შეუფარდა. გადაწყვეტილება 2020 წლის ივლისში მიიღეს, თუმცა საქმის დეტალებს არ ახმაურებენ.

საინიციატივო ჯგუფის Free Eugene Lavrenchuk-ის (თავისუფლება ევგენი ლავრენჩუკს) წევრის მარიანა გუდიჩ-პალის ინფორმაციით, მას რუსეთში ფინანსურ დარღვევებში ედება ბრალი.

"მინდა ყველა მეგობარს და ნაცნობს შევატყობინო, რომ 2021 წლის 17 დეკემბრიდან ევგენი ლავრენჩუკი რუსეთში მისი ექსტრადირების მოთხოვნით იტალიაში დაკავების იზოლატორშია. რუსული მხარის განცხადებით, ევგენიმ 8 წლის წინ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას, სავარაუდოდ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ახლა იტალიური მხარე რუსეთის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას განიხილავს" - წერს გუდიჩ-პალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics