09:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 17:03:18, 671 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია სახეზეა

მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია სახეზეა  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, მიმდინარე ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი კლებაა პროცენტულ გამოხატულებაში. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იუწყება.

"26%-ზე მეტი იყო მიმდინარე ხარჯი. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ჩამოსცდა 25%-ს. 2022 წელს დაგეგმილია 22.8%-ის ფარგლებში. შესაბამისად, შემცირების ტემპი სახეზეა და კრიტიკას ამ მიმართულებით ვერ გავიზიარებ. რაც შეეხება „ქამრების შემოჭერას", როდესაც ვსაუბრობთ ხელფასების 10%-იან მატებაზე საჯარო სექტორში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნომინალურ გამოხატულებაში ამ თანხის 70-80% არის ჯარის, პოლიციის, მასწავლებლების, სასწრაფო სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე და მნიშვნელოვანია ის ჩამორჩენა, რაც ამ მიმართულებით გვქონდა სრულად ასახულიყო ბიუჯეტში. დოკუმენტში მაქსიმალურად არის წარმოდგენლი პრიორიტეტები, რაც აქვს ქვეყანას. ესაა ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics