|
2021-12-07 19:14:18, 4544 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო – ევროპაში არა „ომიკრონი“, არამედ კოვიდ19–ის „დელტა“ შტამია მთავარი პრობლემა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია. აღნიშნულის შესახებ CNN იუწყება. „ჯერ კიდევ არ ვიცით, Covid – 19-ის ახალი ვარიანტი რამდენად სახიფათო და გადამდებია“, - განაცხადა „ჯანმოს“ ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ. მიუხედავად ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამის გავრცელებას მეტწილად, მაინც მსუბუქი შედეგები მოჰყვა, რაც თავის მხრივ სასიკეთო მაჩვენებელია. ევროპიში და ცენტრალურ აზიაში გამართული ბრიფინგების დროს, კლუგემ განაცხადა ისიც, რომ ამჟამინდელი პრობლემა ამავე რეგიონებში, ჯერჯერობით, ვირუსის მხოლოდ „დელტა“ შტამია. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, მსოფლიო უკვე პანდემიის სტაბილიზაციის პროცესშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავამარცხებთ არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ შტამს, არამედ, ვირუსის ყველა ვარიანტის ერთდროულად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)