|
2021-11-26 12:23:47, 1099 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში შახტის აფეთქების შედეგად დაიღუპა 52 ადამიანი - 46 მეშახტე და 6 მაშველი
რუსეთში კემეროვოს ოლქში ქალაქ კუსბასში "ლისტვაჟნაიას" მაღაროში აფეთქება მოხდა, რამაც კვამლი გამოიწვია. იმ მომენტში მიწისქვეშეთში 285 ადამიანი იმყოფებოდა, მათი უმეტესობის ევაკუაცია მოხერხდა. დაიღუპა 52 ადამიანი - 46 მეშახტე და 6 მაშველი. ოლქის გუბერნატორმა სერგეი ცივილევმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად შახტში მუშაობისას დაღუპული ექვს მაშველს მამაცობის ორდენით დაჯილდოებენ. ლისტვაჟნაია-ზე დაღუპულთა ოჯახები სოციალური დაზღვევის ფონდისგან მილიონ რუბლს მიიღებენ, გარდა ამისა, ჰოლდინგი Siberian Business Union, რომელიც ფლობს მაღაროს, დაღუპულ მაღაროელების ოჯახებს ორი მილიონ რუბლს გადაუხდის. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ან მეტი ადამიანი (სსკ-ის 293-ე მუხლის მე-3 ნაწილი) აღძრა. მაღაროში აფეთქების საქმეზე დააკავეს როსტეხნაძორის თანამშრომლები. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)