|
2021-11-24 14:33:56, 1405 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ოპოზიცია ერდოღანის გადადგომას ითხოვს
თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის "რესპუბლიკური სახალხო" პარტიის, ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ-ტაიბ ერდოღანი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ამ ფონზე თავად სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო - 2023 წლის ივნისში. "რესპუბლიკური სახალხო" პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრისას, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ერდოღანს უწოდა "ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა" თურქეთში. თავის მხრივ, "მომავლის" პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მოქმედი პრეზიდენტის ოდესღაც ახლო თანამოაზრემ, აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ერდოღანის მთავრობის დამოკიდებულება ეკონომიკის მიმართ არის „არა მხოლოდ უცოდინრობა, არამედ ქვეყნის ღალატი. " ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ალი ბაბაჯანმა, რომელიც ოპოზიციურ "დემოკრატიისა და პროგრესის" პარტიას ხელმძღვანელობს, ასევე მკვეთრად გააკრიტიკა ერდოღანი და განაცხადა, რომ მან "არ იცის რას აკეთებს". თურქეთში ეროვნული ვალუტის კურსის რეკორდულმა ვარდნამ პროტესტი გამოიწვია, - ანკარასა და სტამბოლის მოსახლეობა ქოთნებითა და ტაფებით ქუჩებში გამოვიდნენ და მთავრობისა და მმართველი პარტიის "სამართლიანობისა და განვითარების" (AKP) ლიდერების გადადგომის მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ჰიპერინფლაციის შიშობენ. თურქული გამოცემების Duvar-ის და Cumhuriyet-ის ცნობით, ანკარაში პოლიცია მათ აღკვეთას ბარიერით ცდილობდა, პოლიციასთან მცირე დაპირისპირების შემდეგ, მსვლელობა მაინც გაგრძელდა.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)