|
2021-11-22 17:24:00, 717 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - ონლაინ კაზინოებისთვის გაზრდილი გადასახადი უზრუნველყოფს, სექტორის შემცირების ფონზე, ბიუჯეტში ნაკლებ დანაკლისს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ონლაინ კაზინოებისთვის გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება ონლაინ კაზინოებისთვის გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, დაბეგვრის ახალი მექანიზმების ამოქმედება იქნება ეტაპობრივი და დაბალანსდება წლების განმავლობაში. „ბუნებრივია, ახალი რეგულაციები გამოიწვევს მნიშვნელოვნად შემცირებას სექტორში ჩართული მოთამაშეების მეორე მხრივ, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოს იმას, რომ მეტ-ნაკლებად დააბალანსოს ის დანაკლისი, რაც იქნება წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ეტაპების მიხედვით მოხდება დაბეგვრის შესაბამისი მექანიზმების უფრო მეტად ჩამოყალიბება, დანაკლისი არ იქნება ერთ რომელიმე წელზე, ეს იქნება გათვალისწინებული პერიოდზე, რომელიც დაბალანსდება წლების განმავლობაში. ამ შემთხევაში, საუბარი არ არის, წელს ან მომდევნო წლიდან სრულად იკრძალება ყველაფერი. ამ შემთხევაში, საუბარია იმაზე, რომ ერთი მხრივ, სექტორი მნიშვნელოვნად იზღუდება და მეორე მხრივ იზრდება საგადასახადო ტვირთი, რაც პარალელურად გულისხმობს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება," -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)