|
2021-11-20 14:30:24, 1331 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - ევროკავშირს ვუთხარი, რომ არ დავაკავებ მიგრანტებს საზღვარზე, ისინი არა ბელარუსში, არამედ მათ ქვეყნებში მიდიან
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, BBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ბელარუსის ძალები მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარნენ. თუმცა ის უარყოფს, მიგრანტების საზღვართან მობილიზებასა თუ შეკავებაში მონაწილეობას. „ჩვენ სლავები ვართ და გული გვაქვს. ჩვენმა სამხედროებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან. შეიძლება ვიღაც დაეხმარა მათ. ამ საკითხით არც კი დავინტერესდებოდი“, - აცხადებს ლუკაშენკო, BBC-სთან ინტერვიუში. ევროკავშირი, ნატო და აშშ ბელარუსის ლიდერს მიგრანტების პოლონეთის საზღვართან მობილიზებასა და მათთვის ევროკავშირში მარტივად შესვლის ცრუ დაპირებაში ადანაშაულებს. ლუკაშენკო ამ ბრალდებას უარყოფს. „მე ვუთხარი ევროკავშირს, რომ არ ვაპირებ მიგრანტების საზღვართან დაკავებას და ამიერიდან თუ გააგრძელებენ საზღვართან მისვლას, მე მათ კვლავ არ შევაჩერებ, რადგან ისინი ჩემს ქვეყანაში კი არა, თქვენსაში მოდიან. თუმცა მე ისინი აქ არ დამიპატიჟებია. და გულწრფელად რომ ვთქვა, არ მინდა რომ ისინი ბელარუსის გავლით გადაადგილდებოდნენ. დასავლეთმა შეწყვიტა ჩვენთან საუბარი და მუშაობა. თუ არ გინდათ კარგი, ამ პრობლემას ჩვენ უთქვენოდ მოვაგვარებთ“, - აცხადებს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი. დასავლეთში ამტკიცებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მიგრანტები დასავლეთის საზღვარზე ცრუ დაპირებით ჩაიყვანა. ამ დროისთვის ბელარუსში 5 000-მდე მიგრანტი იმყოფება.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)