|
2021-11-19 13:15:52, 2318 ნახვა
ომი უკრაინაში
ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებთან ერთად აიცრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის" თანამშრომლებთან ერთად აიცრა. ნათია თურნავა ამჯერად „ფაიზერით" აიცრა, თუმცა მანამდე ის ორჯერადად „სინოფარმით" არის ვაქცინირებული. ეკონომიკის მინისტრთან ერთად ვაქცინაცია „რუსთავის აზოტში" დასაქმებულმა ასამდე ადამიანმა ჩაიტარა. „ვაქცინის ბუსტერ-დოზის გაკეთება გადავწყვიტე რუსთავის კლინიკაში, „რუსთავის აზოტის" თანამშრომლებთან ერთად. საწარმოში ჩემი წინა ჩამოსვლის დროს საუბარი გვქონდა იქ დასაქმებულებთან, განსაკუთრებით ქალბატონებთან, რომლებიც სხვადასხვა საამქროში მუშაობენ - თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი, ახლობლების ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ისეთ დიდ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან წარმოებებში, როგორიც „რუსთავის აზოტია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავა 29 ოქტომბერს საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ პირადად გადაუხადა მადლობა პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. „რუსთავის აზოტი" ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული საწარმოა, სადაც 2000-მდე ადამიანი მუშაობს. დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი რუსთავის მკვიდრია. აღსანიშნავია, რომ „აზოტი" ერთ-ერთია იმ რამდენიმე საწარმოს შორის, რომლებმაც სამედიცინო ჟანგბადის წარმოება დაიწყეს და ამგვარად უზრუნველყვეს სამედიცინო სექტორი და შესაბამისად, მოსახლეობა დაავადებასთან ბრძოლისას ამ აუცილებელი კომპონენტით. „მე მათ დავპირდი, რომ როდესაც შემდეგი აცრა მომიწევდა, ანუ ბუსტერ-დოზა, მათთან ერთად ვიქნებოდი. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დღეს აქ - რომ თვითონაც ავიცრა და რეალურად ეს ადამიანებიც გავამხნევო. ბევრი მათგანი მეუბნება, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვიტეს ვაქცინირება, ბევრი პირველად იცრება. მათ ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით მსხვილ წარმოებებს, სადაც ადამიანები ერთად მუშაობენ, გვერდიგვერდ არიან და ვირუსის გადადების რისკი მაღალია", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)